მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ახალშობილის მოვლა საკმაოდ დიდ ფიზიკურ შრომასთანაა დაკავშირებული და ბევრი დედიკო უჩივის წელის, ზურგის და კისრის ტკივილებს. ვარჯიში იდეალური გამოსავალია, მაგრამ პატარას დიდი ხნით ვერ დატოვებ და სავარჯიშო დარბაზში ვერ წახვალ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ხუთ მარტივ ვარჯიშს , რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

როდის შეიძლება დავიწყოთ ვარჯიში? ექიმების უმეტესობის აზრით, ვარჯიშის განახლება ან/და დაწყება მშობიარობიდან ექვსი კვირის და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება. ხოლო აშშ-ს მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის აზრით, ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ვარჯიში, როცა იგრძნობთ, რომ ამისთვის უკვე მზად ხართ. რაც შეეხება საკეისრო კვეთას, ვარჯიშის დაწყება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს

ზურგის გაჭიმვა

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად


ეს გაანეიტრალებს იმ დაჭიმულობას, რომელიც დღის განმავლობაში უამრავჯერ მოხრით, ბავშვის ხელში აყვანის, შემდეგ დაწვენის, ბანაობის და ა.შ. პროცედურების შედეგად ხდება.
დაწექით რბილ ზედაპირზე პირქვე, ფეხები შეატყუპეთ, ხოლო ხელები წინ გაშალეთ, მხრების სიგანეზე. მკლავების დახმარებით წამოიწიეთ ისე, რომ სხეულის ზედა ნაწილი ჰაერში იყოს ისე, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე. გაჩერდით დაახლოებით 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ სამჯერ ან ოთხჯერ.

ჩაჯდომა კედელთან

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად


ეს ავარჯიშებს იმ კუნთებს, რომლებიც მუშაობს მაშინ, როცა ბავშვის ასაყვანად ან დასაწვენად იხრებით.
დადექით კედლიდან ოდნავი დაშორებით, გაშალეთ მხრები და ზურგით მიეყრდენით კედელს. ფეხები გაშლილია მხრების სიგანეზე. დაჭიმეთ მუცლის კუნთები (პრესი) და ნელ-ნელა ჩაჯექით ისე, რომ მუხლებში 45 გრადუსით მოიხაროთ. გაჩერდით 10 წამის განმავლობაში და შემდეგ ნელ-ნელა გასწორდით. გაიმეორეთ ათჯერ.

აზიდვები კედლის გამოყენებით

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად

ამ დროს ხელის და ზურგის ზედა ნაწილის კუნთები მუშაობს.
დადექით კედლიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის დაშორებით. მიაბჯინეთ ხელისგულები კედელს, მხრების დონეზე და სიგანეზე, ისე როგორც ნაჩვენებია ფოტოზე. ნელ-ნელა მოხარეთ ხელი იდაყვში და დაიხარეთ კედლისკენ. ამ დროს ფეხები და ზურგი სწორ მდგომარეობაში უნდა იყოს.

აზიდვები კედლის გამოყენებით (გაგრძელება)

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად


გაჩერდით რამოდენიმე წამი ასეთ მდგომარეობაში და შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ ათჯერ.

მენჯის აწევა

მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად


ამ დროს ვარჯიშდება კუნთები, რომლებიც გეხმარებათ ბავშვის ხელში აყვანისას და ტარებისას სხეულის სტაბილიზაციასა და ბალანსირებაში.
დაწექით ზურგზე, გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და მუხლებში მოხარეთ. ზურგი და ხელები მყარად დევს იატაკზე. მუცლის პრესის დახმარებით აწიეთ მენჯი ისე, რომ მხოლოდ ზურგის ზედა ნაწილით ეხებოდეთ იატაკს. გაჩერდით ამ პოზაში რამოდენიმე წამი და შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით. შეეცადეთ გაიმეოროთ ათჯერ.

გაუზიარე მეგობრებს